პარლამენტის საგანგებო სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 31 დეპუტატმა გაიარა, რის გამოც სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა სხდომა 15 წუთით ხელმეორე რეგისტრაციის ჩასატარებლად გადადო. 15 წუთის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩატარდა რეგისტრაცია, თუმცა ისევ 31 დეპუტატი აღმოჩნდა დარბაზში. რეგლამენტის მიხედვით, მე-3 რეგისტრაცია 45 წუთის გასვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს.
თუ ქვორუმი მაშინაც არ შედგა, მაშინ პრეზიდენტის განკარგულებით დანიშნული რიგგარეშე სხდომა ჩაშლილად გამოცხადდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.