შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში პირველ სამუშაო ვიზიტად იმყოფება.
გიორგი მღებრიშვილი რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ გასპარიანს შეხვდა.
შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა სომეხ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და სომხეთის შს სამინისტროებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უკვე გააფორმეს მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართველი და სომეხი პოლიციელების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
უწყების ინფორმაციით, სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმირ გასპარიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.