მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისი სრულდება.
პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
„დღეს ბარბარობაა, გილოცავთ ყველას. დღეს არის ბედობის დღეს. ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას - თქვენ და საქართველოს. დღეს იყო წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე წაიკითხოთ ეს ლოცვა თქვენს სახლებში. ბარბარობას ვულოცავ ჩვენს ხელისუფლებას. დალოცვლილი იყავით და მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა. დღეს პირველად დაირეკება ახალი ზარები. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ზარები იყოს ზარი მშვიდობისა და სიხარულისა“, - ბრძანა ილია მეორემ.
პარაკლისს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჩოხოსნები და სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები ესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.