თერჯოლის გამგებელი: მუნიციპალიტეტში თოვლს სერიოზული შეფერხება არ გამოუწვევია - მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები
17-12-2016, 04:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში თოვს. თოვლის საფარმა ქალაქში 30 სმ-ს მიაღწია. როგორც Guardian.ge-ს თერჯოლის გამგეობიდან აცნობეს, გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.

 


მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების შტაბის“ წევრებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას პირადად აკონტროლებს.

 


"მუნიციპალიტეტში თოვლს სერიოზული შეფერხება არ გამოუწვევია. მუდმივი კონტაქტი გვაქვს ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან, რომლებიც გვაწოდებენ ინფორმაციას სოფლებში შექმნილი სიტუაციების შესახებ. მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები. დილიდან იწმინდება გზები. თუ საჭირო გახდა, გამოვიყენებთ ტექნიკურ მარილს“-განაცხადა თეიმურაზ ჯაფარიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი