თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერი გახსნა. დედაქალაქის მერიის ცნობით, დასასვენებელი ადგილი 2800 კვადრატულ მეტრზე მოეწყო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკვერში არსებულ შადრევანს, მოეწყო თანამედროვე საპარკე ფურნიტურა - დაიდგა საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, ასევე გაკეთდა საბავშვო სათამაშო მოედანი.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამწვანდა ტერიტორია, დაირგო 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, 1000 კვადრატულ მეტრზე კი დაიგო ქვაფენილი.
თბილისის მერის დავით ნარმანიას გაცხადებით, ქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სკვერი შეემატა.
„აღნიშნული სკვერით, არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს, არამედ გვერდით არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიც .მნიშვნელოვანია , რომ ბოლოს სკვერი 1979 წელს შეაკეთეს, ამის შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული. კეთილმოწყობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის კუთხითაც ჩატარდა, ზაფხულიდან შადრევანიც დაიწყებს ფუნქციონირებას“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილიც იმყოფებოდნენ.
კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში დასრულდა. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია შპს „ქართლმა“ ჩაატარა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.