ქედის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1.50 სმ-ს აჭარბებს, დაბლობში კი 50 სმ-ია. უამინდობამ ელექტრომომარაგებისა და გადაადგილების პრობლემა შექმნა. ქედის გამგეობის ცნობით, მუნიციპალიტეტის სოფლებს, სილიბაურს, გარეტყეს, სიხალიძეებს, მერისსა და ორცვას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
გამგეობის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის დანდალოს მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც, მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმზეა გადართული.
"მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ადგილზე მობილიზებულია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მობილური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. "კომუნალურსერვისის" მიერ ინტენსიურად იწმინდება დაბა ქედის ქუჩები და მიმდინარეობს მწვანე ნარგავების გათავისუფლება თოვლის საფარისაგან. საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობა მერისის ადმინისტრაციის სოფლებში, ახო-ჩეტკიძეებისა და ორცვის მიმართულებით ახორციელებს ამ წუთებში საავტომობილო გზების გაწმენდას. ნაწილ სოფლებში მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი", - აცხადებენ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.