თბილისის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. ცენტრალური ნაძვის ხე თოვლის ბაბუამ „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებთან და ბავშვებთან ერთად აანთო.
22 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული. დედაქალაქის მერიის ცნობით, წელს, მთავარი ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით განათდა, ტრადიციულ დეკორაციას მანათობელი ბურთები და ციმციმები დაემატა.
„დღეს საზეიმოდ განათდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე . ჩვენი ქალაქი საახალწლოდ ძალიან ლამაზია. დღითიდღე სულ უფრო და უფრო იმატებს საახალწლო განწყობა და მნიშვნელოვანია , რომ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება დღევანდელ წმინდა და ლამაზ დღეს , ბარბარობის დღესასწაულს დავამთხვიეთ. მინდა ყველას მოგილოცოთ ბარბარობის წმინდა დღესასწაული და ასევე კარსმომდგარი ახალი წელი, რომლის ლამაზად შემოსვლისთვის ქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღსა და „ახალ ტფილისში“ 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს. 9 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიება გაიმართება. 25 დეკემბერს კი „საახალწლო ქალაქი“ დედაენის ბაღში, ვახტანგ კახიძის საავტორო პროექტით „საშობაო ზღაპარი“ გაიხსნება. რაც შეეხება საახალწლო გალა კონცერტს, ის ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს, ვარდების მოედანზე გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.