შს სამინისტროს ცნობით, უწყების აკადემიაში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის თანახმად აკადემიის სტუდენტებს საჯარო ლექციებს მოქმედი, კვალიფიციური იურისტები წაუკითხავენ.
პირველი საჯარო ლექცია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ჩაუტარა.
სამინისტროს ცნობით, ლექციის მთავარი თემები იყო სასამართლო ხელისუფლება და მისი დამოუკიდებლობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. მომხსენებელმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპებსა და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე ისაუბრა, რომელიც ძალაში 2016 წლის იანვარიდან შევიდა. ნინო გვენეტაძემ აღნიშნულ სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები მიმოიხილა.
საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტის მიზანს სტუდენტების მოტივირება და საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიურად ჩართვა წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.