ალეპოში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა მომწყვდეული სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც ევაკუაციის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულება გადაიდო
18-12-2016, 06:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ალეპოში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა მომწყვდეული სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც ევაკუაციის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულება გადაიდო.

 

 

რეპორტიორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ადამიანებს ქუჩებში, ყინვის პირობებში სძინავთ და მათ არ გააჩნიათ საკვები ან მცირე ოდენობით მოეპოვებათ ის.

 

 

მაგრამ როგორც სირიის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, ავტობუსები დაახლოებით შუადღისთვის შევიდნენ აღმოსავლეთ ალეპოში, რათა ევაკუაცია დაეწყოთ.

 

 

როგორც BBC სირიის მთავრობის და ამბოხებულების წარმომადგენლებზე დაყრდნობით რამდენიმე საათის წინათ წერდა, ახალი შეთანხემბა იქნა მიღწეული, რომლის თანახმადაც სირიის რამდენიმე ალყაშემორტყმული ანკლავიდან ევაკუაცია განხორციელდება.

 


ათასობით ადამიანი, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე მებრძოლები იმედოვნებენ, რომ დატოვებენ ალეპოს, მას შემდეგ რაც სამთავრობო ძალებმა სწრაფ წარმატებას მიაღწიეს ბოლო პერიოდში და ქალაქის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს.

 


წითელმა ჯვარმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ახალი შეთანხმების მიღწევის თაობაზე.

 


სირიის მთავრობამ აღმოსავლეთ ალეპოდან სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების და მებრძოლების ევაკუაცია პარასკევს შეაჩერა, ბრალი დასდო რა ამბოხებულებს შეთანხმების პირობების დარღვევაში.

 

 

სამთავრობო წყაროებმა განაცხადეს, რომ აჯანყებულებმა სირიის სხვა ტერიტორიაზე, პრო-სამთავრობო სოფლებიდან ზავის პირობებით გათვალისწინებული ევაკუაცია დაბლოკეს.

 

 

BBC-ის ცნობით, ხუთშაბათის შემდეგ, 6 000-ზე მეტი ადამიანის და 40 დაჭრილის ევაკუაცია მოახდინეს ავტობუსებით და სასწრაფო დახმარების ავტომანქანებით, მაგრამ გაერო აცხადებს, რომ 50 000 ადამიანი მაინც არის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მომწყვდეული, რომლებიც გაყვანას ელოდებიან.

 

 

შეერთებულმა შტატებმა სირიის მთავრობას ქალაქში „ხოცვა-ჟლეტვაში“ დასდო ბრალი.

 


„ერთადერთი შეკითხვა, რომელიც რჩება, არის ის, სურს თუ არა სირიის რეჟიმს, რუსეთის მხარდაჭერით, წავიდეს ჟენევაში, არის თუ არა მზად კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, და სურთ თუ არა შეაჩერონ თავიანთი ხალხის ხოცვა-ჟლეტა“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ.

 


სირიამ და რუსეთმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

 


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გამოეხმაურა ალეპოს „გათავისუფლებას“ - 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრძოლების შემდეგ - და განაცხადა, რომ ისტორია დაიწერა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი