სირიელმა მეამბოხეებმა ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაწვეს
18-12-2016, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიის პროვინცია იდლიბისკენ, მთავრობის მიერ დაკავებული ორი სოფლიდან ავადმყოფი და დაჭრილი მოქალაქეების ევაკუაციის განსახორციელებლად მიმავალი რამდენიმე ავტობუსი მეამბოხეებმა დაწვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 


კოლონა აჯანყებული მებრძოლების მიერ ალყაშემორტყმული ფოაჰის და კეფრაისკენ მიემართებოდა.

 


აშკარა რეგრესის მიუხედავად, სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ალეპოდან მოქალაქეებით სავსე ავტობუსები მიემგზავრებიან. სხვა წყაროების მიერ ეს დასტურდება.

 


ალეპოში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა მომწყვდეული სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც ევაკუაციის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულება გადაიდო.

 


რეპორტიორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ადამიანებს ქუჩებში, ყინვის პირობებში სძინავთ და მათ არ გააჩნიათ საკვები ან მცირე ოდენობით მოეპოვებათ ის.

 


მაგრამ როგორც სირიის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, ავტობუსები დაახლოებით შუადღისთვის შევიდნენ აღმოსავლეთ ალეპოში, რათა ევაკუაცია დაეწყოთ.

 


ათასობით ადამიანი, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე მებრძოლები იმედოვნებენ, რომ დატოვებენ ალეპოს, მას შემდეგ რაც სამთავრობო ძალებმა სწრაფ წარმატებას მიაღწიეს ბოლო პერიოდში და ქალაქის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს.

 


სირიის მთავრობამ აღმოსავლეთ ალეპოდან სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების და მებრძოლების ევაკუაცია პარასკევს შეაჩერა, ბრალი დასდო რა ამბოხებულებს შეთანხმების პირობების დარღვევაში.

 


სამთავრობო წყაროებმა განაცხადეს, რომ აჯანყებულებმა სირიის სხვა ტერიტორიაზე, პრო-სამთავრობო სოფლებიდან ზავის პირობებით გათვალისწინებული ევაკუაცია დაბლოკეს.

 

 

BBC-ის ცნობით, ხუთშაბათის შემდეგ, 6 000-ზე მეტი ადამიანის და 40 დაჭრილის ევაკუაცია მოახდინეს ავტობუსებით და სასწრაფო დახმარების ავტომანქანებით, მაგრამ გაერო აცხადებს, რომ 50 000 ადამიანი მაინც არის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მომწყვდეული, რომლებიც გაყვანას ელოდებიან.

 


შეერთებულმა შტატებმა სირიის მთავრობას ქალაქში „ხოცვა-ჟლეტვაში“ დასდო ბრალი.

 


„ერთადერთი შეკითხვა, რომელიც რჩება, არის ის, სურს თუ არა სირიის რეჟიმს, რუსეთის მხარდაჭერით, წავიდეს ჟენევაში, არის თუ არა მზად კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, და სურთ თუ არა შეაჩერონ თავიანთი ხალხის ხოცვა-ჟლეტა“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ რამდენიმე დღის წინათ.

 


სირიამ და რუსეთმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

 


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გამოეხმაურა ალეპოს „გათავისუფლებას“ - 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრძოლების შემდეგ - და განაცხადა, რომ ისტორია დაიწერა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი