ალეპოდან ევაკუაცია განახლდა - ქალაქს ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილები ტოვებენ
18-12-2016, 23:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერო-ს ოფიციალური პირის განცხადებით, აღმოსავლეთ ალეპოდან მოქალაქეების და დაჭრილი ადამიანების ავტობუსებით და სასწრაფო დახმარების მანქანებით ევაკუაცია განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 


გავრცელებული ცნობით, სულ მცირე 350-მა ადამიანმა დატოვა მეამბოხეების მიერ დაკავებული ადგილი და დასავლეთის მიმართულებით, მთავრობის მიერ გაკონტროლებული ტერიტორიისკენ გადაინაცვლა.

 


უფრო ადრე ავტობუსები მთავრობის კონტროლირებად ამბოხებულთა მიერ ალყაშემორტყმული ორი სოფლისკენ გაგზავნეს, საიდანც მოსახლეობის გამოყვანის შესახებ შეუთანხმებლობამ, ალეპოდან ევაკუაციის გეგმის განხორციელების პროცესი შეაჩერა. ათასობით სასოწარკვეთილი ადამიანი კი ალეპოდან ევაკუაციას ელოდება.

 


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ დათანხმდა კომპრომისულ წინადადებას, საშუალება მისცეს გაერო-ს, ოპერაციის მონიტორინგი განახორციელოს. რუსეთმა უფრო ადრე უარი თქვა ფრანგების მიერ შედგენილი გეგმის განხორციელებაზე, გაეგზავნათ გაერო-ს ოფიციალური პირები აღმოსავლეთ ალეპოში.

 


„ჩვენ მოველით, რომ ამ ტექსტს ერთსულოვნად ვუყრით კენჭს ხვალ [ორშაბათს]“, - განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა გაერო-ში სამანტა პაუერმა.

 


კვირას, სირიის პროვინცია იდლიბისკენ, მთავრობის მიერ დაკავებული ორი სოფლიდან ავადმყოფი და დაჭრილი მოქალაქეების ევაკუაციის განსახორციელებლად მიმავალი რამდენიმე ავტობუსი მეამბოხეებმა დაწვეს.

 


კოლონა აჯანყებული მებრძოლების მიერ ალყაშემორტყმული ფოაჰის და კეფრაისკენ მიემართებოდა.

 


აშკარა რეგრესის მიუხედავად, მოქალაქეებით სავსე ავტობუსები კვირას, მოგვიანებით ალეპოდან მაინც გავიდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ავტობუსები დაახლოებით შუადღისთვის შევიდნენ აღმოსავლეთ ალეპოში, რათა ევაკუაცია დაეწყოთ.

 


როგორც BBC იუწყება, ალეპოში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა მომწყვდეული სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც ევაკუაციის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულება გადაიდო.

 


ადამიანებს ქუჩებში, ყინვის პირობებში სძინავთ და მათ არ გააჩნიათ საკვები ან მცირე ოდენობით მოეპოვებათ ის.

 


ათასობით ადამიანი, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე მებრძოლები იმედოვნებენ, რომ დატოვებენ ალეპოს, მას შემდეგ რაც სამთავრობო ძალებმა სწრაფ წარმატებას მიაღწიეს ბოლო პერიოდში და ქალაქის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს.

 


სირიის მთავრობამ აღმოსავლეთ ალეპოდან სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების და მებრძოლების ევაკუაცია პარასკევს შეაჩერა, ბრალი დასდო რა ამბოხებულებს შეთანხმების პირობების დარღვევაში.

 


სამთავრობო წყაროებმა განაცხადეს, რომ აჯანყებულებმა სირიის სხვა ტერიტორიაზე, პრო-სამთავრობო სოფლებიდან ზავის პირობებით გათვალისწინებული ევაკუაცია დაბლოკეს.

 


BBC-ის ცნობით, ხუთშაბათის შემდეგ, 6 000-ზე მეტი ადამიანის და 40 დაჭრილის ევაკუაცია მოახდინეს ავტობუსებით და სასწრაფო დახმარების ავტომანქანებით, მაგრამ გაერო აცხადებს, რომ 50 000 ადამიანი მაინც არის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მომწყვდეული, რომლებიც გაყვანას ელოდებიან.

 


შეერთებულმა შტატებმა სირიის მთავრობას ქალაქში „ხოცვა-ჟლეტვაში“ დასდო ბრალი.

 


„ერთადერთი შეკითხვა, რომელიც რჩება, არის ის, სურს თუ არა სირიის რეჟიმს, რუსეთის მხარდაჭერით, წავიდეს ჟენევაში, არის თუ არა მზად კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, და სურთ თუ არა შეაჩერონ თავიანთი ხალხის ხოცვა-ჟლეტა“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ რამდენიმე დღის წინათ.

 


სირიამ და რუსეთმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

 


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გამოეხმაურა ალეპოს „გათავისუფლებას“ - 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრძოლების შემდეგ - და განაცხადა, რომ ისტორია დაიწერა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი