სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ზე მისი დაარსების პერიოდიდან დღემდე მომუშავე ცნობილმა ჟურნალისტმა, გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანმა დავით კიკალიშვილმა „რუსთავი 2“ -ის და საქართველოს დატოვების შესახებ განცხადება გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გააკეთა.
„პირადი სახის მიზეზის გამო, მე პოსტ სკრიპტუმის წამყვანი და ავტორი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, რადგანაც 20 წელზე მეტია მე და თქვენ „რუსთავი 2“ -ის არხზე კვირას, საღამოს 9 საათზე „პოსტ-სკრიპტუმის“ ეთერში ვხვდებით. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგვხდა თავს და ვგონებ, ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს მოლოდინებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი კარგიც იყო ამ 20-წლიან მეგობრობაში“, - განაცხადა პირდაპირ ეთერში დავით კიკალიშვილმა.
გადაცემა „პოსტ სკრიპტუმს“ გიორგი გაბუნია გაუძღვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.