თვითმფრინავ Ил-18 -ის ავარიული დაშვების შედეგად 16 ადამიანმა მძიმე ტრავმები მიიღო, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე 32 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
„თვითმფრინავმა დღეს, 4:45 საათზე ტიკსის აეროპორტიდან 30 კილომეტრით დაცილებით ავარიული დაშვება განახორციელა. თვითმფრინავი კანსკის აეროდრომიდან გეგმიურ ფრენას ახორციელებდა“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში და დაამატეს, რომ შემთხვევის ადგილას უწყების სპეციალური კომისია თვითმფრინავით გაემგზავრა.
32 ადამიანი ტიკსის დასახლებაში მდებარე საავადმყოფოში არის გადაყვანილი.
რეგიონული ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, სამი დაშავებული უკიდურესად მძიმე, კიდევ 13 კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მათი ევაკუაციისთვის თავდაცვის სამინისტრომ იაკუტიაში სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი თვითმფრინავი გაუშვა. ის სამხედროებს მოსკოვის და სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში გადაიყვანს.
იაკუტიის ხელისუფლების განცხადებით, თვითმფრინავის ავარიული დაშვების მიზეზი ძლიერი გვერდითი ქარი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.