გიორგი მღებრიშვილი: თუ დადასტურდა ჟურნალისტის ცემის ფაქტი, უმკაცრესად დაისჯება ის პოლიციელი, რომელიც ამაში მონაწილეობდა
19-12-2016, 01:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა პოლიციელის მიერ „იბერიის“ ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის ფაქტი, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

 

 

“თუ დადასტურდა ის ფაქტი, რასაც ჟურნალისტი ყვება, ამ შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯება ის პოლიციელი, რომელიც ამაში მონაწილეობდა”, - განაცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

 

 

„ჯერ დამარტყა და შემდეგ იარაღი მომაბჯინა, სამნი გადმოვიდნენ, ეს იყო პოლიციელი. მეგონა, რომ სამივე პოლიციელი იყო, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ ორი მოქალაქე ყოფილა. მთვრალები იყვნენ, მითხრა კიდეც, რომ ნასვამი ვარ და პოლიციელი ვარ, დაგიჭერ. სიტყვიერი შეურაცხყოფები საშინელი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მე აბსოლუტურად დაუცველი ვიყავი. ვერც გავაპროტესტე. რომ ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და მივდივარ სასტუმროს ვეძებ, მომიტრიალდა ერთ-ერთი და მითხრა, რომ შენ ხვალ, ალბათ, ამბავს ატეხავ და დედას გიტირებთო და უარესად მირტყეს. გაშლილი ხელებით მირტყამდნენ თავში, სახეში, ძალიან მცემეს,“ - განაცხადა გიორგი გასვიანმა.

 

 

შსს-მ ბორჯომში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი