სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ხანძარმა კულტურის სახლის ყოფილი შენობა დააზიანა. შენობაში ამჟამად იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, ბიბლიოთეკა, "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრი და კიდევ რამდენიმე ოფისია განთავსებული.
როგორც Guardian.ge-ს სიღნაღის გამგებელმა, დავით ჯანიკაშვილმა განუცხადა, მთლიანად დაიწვა შენობის სახურავი, თავად შენობა და იქ განთავსებული ოფისები მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.
"ხანძარი წუხელ, დაახლოებით, 23:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 10-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა. შენობის სახურავი მთლიანად დაიწვა. ზოგიერთ ოთახში კი სახანძრო მანქანების მიერ გამოყენებული წყალი ჩავიდა. ვვარაუდობთ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი ელექტროენერგია გახდა", - განუცხადა Guardian.ge-ს დავით ჯანიკაშვილმა.
მისივე თქმით, კულტურის სახლის ყოფილი შენობის სახურავის აღდგენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან "სასწრაფო წესით" მოხდება.
"ადგილობრივ ბიუჯეტში შენობის სახურავის გაკეთებას აუცილებლად გავითვალისწინებთ და რაც შეიძლება სასწრაფო წესით აღვადგენთ. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრით რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა და მნიშვნელოვანია სასწრაფოდ აღდგენა", - განაცხადა ჯანიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.