გიორგი მღებრიშვილი: მივიღე გადაწყვეტილება და პასუხისმგებელი ვარ, რომ დანაშაულის სტატისტიკა აღარ ქვეყნდება - ამას კანონი არ მავალდებულებს
19-12-2016, 03:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ მისი პირადი გადაწყვეტილებით, დანაშაულის სტატისტიკა აღარ ქვეყნდება.

 

 

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას კანონი არ ავალდებულებს.

 

 

”2016 წლის იანვარში გამოქვეყნდა სტატისტიკა. აქამდე იყო დათქმა, რომ ყოველთვიურად ქვეყნდებოდა სტატისტიკა, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სტატისტიკა არ ქვეყნდება. არ არსებობს არანაირი რეეგულაცია, არანაირი მოთხოვნა და კანონი არ მავალდებულებს სტატისტიკის გამოქვეყნებას. აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამომიყენებს”, - განაცხადა მღებრიშვილმა, და დასძინა, რომ სტატისტიკა ისევე, როგორც "ყველა ცივილურ ქვეყანაში, წლის ბოლოს დაითვლება".

 

 

”სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია ერთიანი არაა. ვისაც როგორ უნდა ისე ითვლის. მე მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ სტატისტიკას. ამ თემას მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც ჩემმა მოადგილემ ჩაატარა და კონკრეტულად ახსნა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა, თითქოს ჩვენ არ ვაქვეყნებთ და ვმალავთ რამეს. არაფერს არ ვმალავთ. ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვთ ადამიანებს და როგორც უნდათ, ისე ითვლიან ამ სტატისტიკას. სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, ისე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი