ალექსანდრე ჯეჯელავა "აუდიტორია 115"-ზე: სტუდენტების გადაწყვეტილება რომ მეგობრებს სწავლაში ხელი შეუშალონ, ჩვეულებრივი დანაშაულია
19-12-2016, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, "აუდიტორია 115"-ის წევრების მიერ თსუ-ის მე-6 კორპუსის პიკეტირება "ჩვეულებრივი დანაშაულია".

 

 

ჯეჯელავა მოუწოდებს სტუდენტებს "პროტესტი გამოხატონ ისე, რომ თანატოლებს ხელი არ შეუშალონ სწავლაში".

 


”ეს არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავის მეგობრებს სწავლაში და ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, რაც ამ ხალხს არაფერში სჭირდება.... საკანონმდებლო თვალსაზრისით, პრემიერი და მეც დავპირდით სტუდენტებს, რომ მათი მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიზამთ, რომ 100 სტუდენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ და 20 000-ის დავტოვოთ უყურადღებოდ. ამიტომ შექმნილია პლატფორმა, შექმნილია მუშაობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და ისეთი ვარიანტი გვექნება ჩვენ საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი