საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნასთან დაკავშირებით, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს კოლეგა მინისტრის - დანიელ მიტოვის მისალოცი წერილი გადასცა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
"როგორც ცნობილია 2017-2019 წლებში საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო შეასრულებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას, შესაბამისად მხარეებმა მიმოიხილეს ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბულგარეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს, განსაკუთრებით აღინიშნა ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი და მათი ჩართულობა აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.