აჭარის უმაღლესმა საბჭომ მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით, ცვლილება მხოლოდ ორ უწყებაში განხორციელდა.
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ინგა შამილიშვილი, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრად ზაალ მიქელაძე დამტკიცდა.
რამაზ ბოლქვაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ინარჩუნებს ასევე ლაშა კომახიძე.
უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.