საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაზე იმსჯელოს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველომ ალეპოსთან მიმართებაში, გაერო-ს რეზოლუციას მხარი უკვე დაუჭირა.
"საქართველომ გაერო-ს რეზოლუციას ალეპოსთან მიმართებაში მხარი უკვე დაუჭირა. ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, როდესაც საქმე ამ ტრაგედიას ეხება. რაც შეეხება პარტიების მიერ შემოთავაზებას, ჩვენ მზად ვართ, მათ მიერ წარმოდგენილი ტექსტები განვიხილოთ, თუ ასეთი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ჩვენს ქვეყანაში აქვს ასეთი პოზიცია", - განაცხადა თალაკვაძემ.
ოპოზიცია პარლამენტს სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რეზოლუციის მიღების მოთხოვნით, პარლამენტში განცხადება უკვე დაარეგისტრირა.
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ამ განცხადებით მოხდება სოლიდარობის დაფიქსირება სირიელი ხალხის მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალიან მწვავე ჰუმანიტარულ კატასტროფასა და კრიზისში იმყოფებიან. მასში ხაზგასმული იქნება, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე აქტორი ამ რეგიონში, თვალყურს ადევნებს ამ პრობლემას, ამ კრიზისს და თავის პოზიციას აქტიურად გამოხატავს. რა თქმა უნდა, დაგმობილი იქნება ასევე რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული როლიც”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.