ირკუტსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც სულ მცირე 41 ადამიანი გარდაიცვალა აბაზანის სპირტიანი ხსნარის დალევისაგან
19-12-2016, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სულ მცირე 41 ადამიანი გარდაიცვალა ციმბირის ქალაქ ირკუტსკში მას შემდეგ რაც აბაზანის სპირტიანი ხსნარი დალიეს. 16 ადამიანი სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება.

 

 

როგორც BBC რუსეთის საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება, კუნელის სურნელოვანი ხსნარი ისე იქნა მოხმარებული, როგორც ალკოჰოლი.

 


საქმესთან კავშირში მყოფი ორი ადამიანი დააკავეს და პოლიცია მაღაზიებიდან ბოთლების ამოღებას ახორციელებს.

 

 

ოფიციოზის განცხადებით, ლოსიონის ბოთლებზე მკაფიოდ იყო აღნიშნული გამაფრთხილებელი წარწერები, რომ ის შიდა მომხმარებისთვის არ იყო განკუთვნილი, მაგრამ მიუხედავად ამისა ნარევი მაინც „მოხმარებულ იქნა, როგორც ალკოჰოლი". 

 


აღმოჩნდა, რომ პროდუქტი შეიცავდა მეთილის სპირტს, მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც „ანტიფრიზში“ გამოიყენება. ირკუტსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რუსეთის უმაღლესმა საგამოძიებო სააგენტომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 


რუსული მედიის ცნობით, გარდაცვლილები ღარიბები, 35-იდან 50 წლის ფარგლებში იყვნენ და ერთად არ სვამდნენ.

 


როგორც BBC წერს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში საოჯახო პროდუქტები ზოგიერთის მიერ მიჩნეულია ალკოჰოლის იაფ ალტერნატივად და მაშინ როცა ალკოჰოლისაგან მოწამვლა გავრცელებულია, ეს არის წლების განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი შემთხვევა მათ შორის, რასაც კი ამგვარი ინციდენტებისას ჰქონია ადგილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი