"ნაციონალური მოძრაობა" ალეპოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მომზადებული განცხადების პროექტს აქვეყნებს
19-12-2016, 08:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე სირიის ქალაქ ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის განცხადების პროექტს აქვეყნებს.    

 

 

"ვინაიდან, ბოლო პერიოდში სირიის არაბთა რესპუბლიკის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მიერ, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ, გახშირდა აღმოსავლეთ ალეპოს საჰაერო დაბომბვები, რასაც მოჰყვა ქალაქის დიდი ნაწილის განადგურება და სამოქალაქო მოსახლეობის მასიური მსხვერპლი, ვინაიდან, ალეპოში ფაქტიურად განადგურდა სასკოლო, ჯანდაცვის და სხვა ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურა, ხოლო გახშირებულმა სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა, ვინაიდან გახშირდა ადამიანის უფლებების, ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მასიური დარღვევა, ვინაიდან ხშირია ფაქტები, როდესაც სამოქალაქო მოსახლეობას შეგნებულად აქცევენ ალყაში, რათა მოხდეს მათი იძულებით დევნა, ან შიმშილით მოკვლა, ითვალისწინებს რა, რუსეთის ფედერაციის ჩარევის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოდევნის მწარე გამოცდილებას, საქართველოს პარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორის როლს, აღნიშნავს მთლიანად რეგიონში უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების მნიშვნელობას, შეშფოთებას გამოთქვამს იმ უმძიმესი ჰუმანიტარული და პოლიტიკური ვითარების გამო, რაც შექმნილია სირიის არაბთა რესპუბლიკაში, იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის, ევროპის უსაფრთხოებისა და თნამშრომლობის ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომ სირიის არაბულ რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, გამოთქვამს მწუხარებას ალეპოში სამოქალაქო მოსახლეობის, განსაკუთრებით, ბავშვების, ქალების და უმწეოების სიცოცხლის მოსპობის გამო, უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ალეპოში უკანასკნელ პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტების გამო, გმობს სირიაში, განსაკუთრებით კი ალეპოში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკურ ჩარევას, რაც კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კრიზისს, გმობს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ როლს გაეროს უშიშროების საბჭოში, რაც აფერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეფექტიან ჩარებას ჰუმანიტარულ კრიზისში, მოუწოდებს ალეპოს კრიზისში ჩართულ ყველა მხარეს, რომ უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა კონფლიქტის ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის, მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო შეთანხმებების დაუყოვნებლივ შესრულებას, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება სირიის არაბთა რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას და მიიღოს დევნილები სირიიდან, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აქტიურად დააფიქსიროს ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ალეპოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

კომენტარები: 1
#1   beqa123
      
ძაან სასჰინელებები ხდება სამწუხაროდ!onlain sesxebi
19 დეკემბერი 2016 09:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი