ირმა ინაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ განცხადებაზე: ასეთი ტიპის რეზოლუციები ხშირად არის ხოლმე ბომბი
19-12-2016, 08:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ სირიის ქალაქ ალეპოსთან დაკავშირებით მომზადებულ განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ "ჩვენ ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ პირველ რიგში".

 

 

ინაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის რეზოლუცია, "ბომბი" შეიძლება იყოს, ამიტომ "ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ".

 


„რეზოლუციის თემა ეხება სირიის კრიზისს. მეჩვენება, რომ აქ პროვოკაციას აქვს ადგილი, რადგან დღევანდელ მდგომარეობაში, ამ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენ ჩვენ ქვეყანას უნდა მივხედოთ პირველ რიგში. მეჩვენება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ განცხადებაში პროვოკაციის ელემენტებია ჩადებული. ჩვენ არა გვაქვს იმისი უფლება, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები გამოვიწვიოთ ამ ვითარებაში. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან სტაბილურები. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩართულები ვართ საერთაშორისო ფორმატში, გაერო იქნება თუ სხვა ფორმატები, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. ასეთი ტიპის რეზოლუციები ხშირად არის ხოლმე ბომბი, რომ მერე საქართველომ დაკარგოს თავისი ტერიტორიები, ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი