საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტიან ლაგარდი საფრანგეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გულგრილობის გამო, რაც მის მიერ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრობისას ბიზნეს მაგნატისთვის უზარმაზარი ოდენობის სახელმწიფო თანხის გადახდას ეხებოდა, თუმცა მსჯავრის დადების გადაწყვეტილება არ მიუღია.
სასამართლო პროცესი უკავშირდება საქმეს, რომლის მიხედვითაც ლაგარდმა 2008 წელს, როგორც საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა სახელმწიფო თანხის, 400 მილიონი ევროს ბიზნეს მაგნატისთვის, ბერნარდ ტაპიესთვის გადახდის წინადადება მოიწონა.
„კონტექსტი გლობალური ფინანსური კრიზისისა, რომელშიც მადამ ლაგარდმა საკუთარი თავი აღმოაჩინა, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა მარტინ რაქტ მადოქსმა, მთავარმა მოსამართლემ, იმის ახსნისას, თუ რატომ არ მოხდებოდა მსჯავრის დადება.
ლაგარდი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. იგი ყოველთვის უარყოფდა ბრალდებას და თავს დამნაშავედ არ სცნობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.