საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ სამინისტროში რამდენიმე საშტატო ერთეული გაუქმდება. მისივე თქმით, საშტატო ერთეულების გაუქმება რიგითი თანამშრომლების ხარჯზე არ მოხდება.
"კულტურის სამინისტროში შეიძლება, გარკვეული გადაჯგუფებები მოხდეს, ვფიქრობთ რამოდენიმე სსიპ-ში რეორგანიზაციას, თემატურად გაერთიანებას, შესაბამისად რამდენიმე საშტატო ერთეული გაუქმდება.... თუმცა, ეს არ მოხდება რიგითი თანამშრომლების ხარჯზე, არამედ აქ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების საშტატო ერთეულებზეც იქნება საუბარი, მაგალითად დეპარტამენტების უფროსები ან შეიძლება უფრო მაღალიც", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.