საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნილს სკოტს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სირიაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს და სირიის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის პროცესში საქართველოს ჩართულობა განიხილეს.
"ნილს სკოტმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სირიის კრიზისის აღმოფხვრასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის, ასევე საქართველოს მთავრობის ინიციატივისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს სირიის მოსახლეობას.
შეხვედრაზე მხარეებმა ამ საკითხში გაერო-ს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას შორის თანამშრომლობის საკითხები", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.