გიორგი მარგველაშვილი: საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ოკუპირებულია და ამავე დროს რჩება ქვეყნად, რომელიც წინ დგამს ნაბიჯებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით
19-12-2016, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით პრეზიდენტის სასახლეში ერთობლივი საახალწლო მიღება გაიმართა.

 


პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა მეუღლეებთან ერთად, საქართველოს პატრიარქს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უმასპინძლეს.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მიმართა, დამდეგი 2017 წელი მიულოცა და განვლილი წელი შეაჯამა.

 


„დღეს მე მინდა ვისაუბრო იმ მიღწევებზე და იმ გამოწვევებზე რაც გვაერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში განსხვავებული ხედვებია ქართულ საზოგადოებაში და სწორედ ეს არის დემოკრატია.

 


ჩვენი საზოგადოება სწორედ იმით არის ძლიერი, რომ ძალიან ბევრი საკითხი აერთიანებს. აერთიანებს, როგორც თვითონ ქართულ საზოგადოებას, ასევე ჩვენს მეგობრებს დიპლომატიური კორპუსიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

 


პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ წელს ჩვენმა ქვეყანამ ჩააბარა მნიშვნელოვანი გამოცდა. ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩავატარეთ და ნათლად ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორც ქართულს, ასევე საერთაშორისოს, რომ დემოკრატიული ცოხვრების წესი, პოლიტიკური ცხოვრების წესი ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა და მას მხოლოდ გაღრმავება და განმტკიცება სჭირდება.

 


მე მინდა აგრეთვე ვისაუბრო, იმ სირთულეების შესახებ, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი სახლემწიფო და საზოგადოება.

 


ნამდვილად, ჩვენ გვჭირდება ინტენსიური მუშაობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით და ამ თვალსაზრისითაც მე ვერ ვხედავ განსხვავებას ჩვენს შორის იმიტომ, რომ მთელი ქართული საზოგადოება, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია იგივე ღირებულებას ხედავს - ქვეყანას მეტი ეკონომიკური სტაბილიზიაცია სჭირდება.

 


მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გამოწვევებს, რაც გვქონდა საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით და აქაც, როგორც ქართული საზოგადოება, ასევე ჩვენი პარტნიორები და მეგობრები ვართ ერთიანი. 2016 წელსაც საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ოკუპირებულია და ამავე დროს რჩება ქვეყნად, რომელიც წინ დგამს ნაბიჯებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აქაც მე ვხედავ მთლიანობას ჩვენი საზოგადოებისა ღირებულებების, მისწარფებების და მიზნების თვალსაზრისით.

 


2017 წელს ჩვენს წინაშე ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას და მე მინდა ვისაუბრო სწორედ არა განსხვავებებზე, არამედ იმ ერთიან ღირებულებებზე, რაც გვაერთიანებს.

 


ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაცია. ეს არის იმ კურსის გაგრძელება, რომელიც ქვეყანას დეოკუპაციისკენ მიიყვანს და რომელიც განამტკიცებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ეს არის დემოკრატიული პროცესის გაღრმავება.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა ვერთიანდებით ერთიან ღირებულებებში. ეს არის ერთდროულად ჩვენი საზოგადოების სიძლიერე და ის, რაც სერიოზულ გამოწვევებს გადაგვატანინებს.

 

 

და ბოლოს, დღეს, როდესაც ჩვენ შევხვდით იმისთვის, რომ შევაჯამოთ განვლილი წელი და ვისაუბროთ მომავალზე, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ დედაქალაქში, სადაც შეხვდებიან ერთმანეთს ადამიანები, ისინი იზიარებენ იმ ტკივილს, რაც დღეს ხდება სირიაში. იმ სირთულეებს და ტრაგედიას, რომელიც სირიაშია.

 


ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით, ამ კეთილი ნებით, ამ ღირებულებების დაცვით, იმის აღიარებით, რომ ეს ტრაგედიაა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვავლენთ ღირებულებით კავშირს ჰუმანიზმთან. ღირებულებით მისწრაფებას იქეთკენ, რომ ომი, ტრაგედია და დაპირისპირება აღარ იყოს.

 


მინდოდა მოკლედ მიმომეხილა არა განსხვავებები, არამედ ერთიანობები.

 


დიდი მადლობა მობრძანებისთვის. იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა ერთამენთს კიდევ ვესაუბროთ მომავლის შესახებ. მადლობა და გილოცავთ დამდეგ 2017 წელს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი