დღეს ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება ხვალიდან 2.1849 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი 2.3125.
დღეს მოქმედი კურსის მიხედვით კი 1 აშშ დოლარი 2.1908 ლარი ღირდა, 1 ევრო კი 2.3253.
ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დღეს 0.0059 პუნქტით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0128 პუნქტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.