საქართველოს საგარეო უწყება ბერლინის „თავდასხმაზე“: „ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს“
19-12-2016, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო უწყება გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბერლინში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +49 (0) 162 8855303.

 

 

„ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

 


გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა გერმანიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი რეაგირების ჯგუფთან. ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს“, - ნათქვამია ქართული საგარეო უწყების განცხადებაში.

 


ბერლინის შუაგულში ხალხით გადაჭედილ საშობაო ბაზარში სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად მოკლულია 12 ადამიანი და დაზიანებები აქვს მიღებული არაერთ მოქალაქეს. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


პოლიციის ცნობით, მათ ეჭვი გააჩნიათ, რომ ეს იყო განზრახ განხორციელებული თავდასხმა.

 


ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია, ხოლო მისი თანმხლები მძღოლი გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი