ღარიბაშვილი ოპოზიციას ფარისევლობაში, ჟურნალისტებს კი აჟიოტაჟის შექმნასა და "გაუგებარ ყვირილში" ადანაშაულებს
13-03-2015, 09:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციურ ძალებს ფარისევლობაში ადანაშაულებს და მათ ეკონომიკურ ვითარებასთან მიმართებაში აჟიოტაჟის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

 

"მართლაც გამაოგნებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს ჩვენმა ოპოზიციურმა ძალებმა. თუ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული ხალხის მდგომარეობით, თუ რეალურად განიცდიან საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს და დღეს არსებულ ყოფას, მინდა მათ მივმართო, რომ შეწყვიტონ აჟიოტაჟი. გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ პარლამენტში ძალიან ცივილურ ფორმებში შედგა საკომიტეტო მოსმენა. მასზე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები იყვნენ წარმოდგენილები, რომლებმაც ყველა კითხვას გასცეს პასუხი, ჩვენ მოვახსენეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. გასული წელი მართლაც პოზიტიური წელი იყო, მაგრამ წელს ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი, რადგან მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის ეკონომიკა კი მიბმულია მსოფლიო ეკონომიკასთან. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი ფარისველობაა, რასაც ისინი აკეთებენ. ჯერ 2-ჯერ მოითხოვეს სხდომა, შემდეგ 2-ჯერ დანიშნეს თუ ვერ დანიშნეს. აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ჩვეულებრივი ფარისევლობაა. ისინი არ არიან დაინტერესებულები ჩვენი ქვეყნის ბედით, მათი პრობლემებით. მათი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო დაძაბონ არსებული ვითარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


ამასთან, მთავრობის მეთაურმა, ოპოზიციური ძალების გარდა, მედიასაც მიმართა. "ეკონიმიკას სჭირდება მშვიდი გარემო, რეალური ქმედებები და არა აჟიოტაჟი და გაუგებარი ყვირილი, რომელიც არავის არ სჭირდება. მოსახლეობას არ უნდა ყვირილის მოსმენა. მოსახლეობას სჭირდება გაიგოს, თუ რას აკეთებს მთავრობა. ამიტომ იგივეს მოგიწოდებთ არა მარტო ოპოზიციურ ძალებს, არამედ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ჩართულნი ხართ ამ ქაოსში და რეალურად ქმნით ქვეყანაში ქაოსს, ვინც რეალურად ხართ დაინტერესებულები, რას აკეთებს მთავრობა სიტუაციიდან გამოსვლის კუთხით, შეგიძლიათ, ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი