გერმანიის პოლიცია ვარაუდობს, რომ ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანის შევარდნა "ტერორისტულ აქტს" წარმოადგენს. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, შემთხვევის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა.
BBC-ის ცნობით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ბერლინის შუაგულში ბაზრობაზე შეიჭრა, პაკისტანური ან ავღანური წარმოშობის თავშესაფრის მაძიებელია, რომელიც გერმანიაში მიმდინარე წლის თებერვალში ჩავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.