"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, "იმ პირობებში, როდესაც ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობა დუმს და არანაირ ინფორმაციას არ აწოდებს მოსახლეობას, ვაიძულოთ მთავრობის ეკონომიკური გუნდი მოვიდეს პარლამენტში და ღია და გამჭვირვალე დებატისა და საპარლამენტო მოსმენის გზით მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია, როგორ ხედავს სიტუაციას და რას აპირებს".
ბაქრაძის თქმით, ლარის გაუფასურება ორ მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის. მისი განცხადებთ, თუ ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება, მთვრობა იძულებული იქნება ენერგოტარიფებს გადახედოს და გააძვიროს. ბაქრაძის განცხადებითვე, თუ ლარის კურსთან დაკავშირებით გაურკვევლობა შენარჩუნდება, ეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს.
"ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც მთავრობა და ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ სავალუტო ინტერვენციების გზით, როგორმე დაეჭირათ დოლარის კურსი იმ ნიშნულზე, როგორც საქართველოში იყო წელს სექტემბერში. განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისა, ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობაც, ეროვნული ბანკიც და ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტიც იჩენს სრულ უმოქმდეობას ლარის მიმდინარე კურსის მიმართ. ამის შედეგი გახლავთ ის, რომ ყოველდღიურად ლარი უფასურდება და ძვირდება ამერიკული დოლარი....
თუ ლარის კურსი მიმდინარე ნიშნულზე ან კიდევ უფრო გაუფასურდება, ჩნდება იმის რეალური რისკი, რომ იძულებული იქნება სახელმწიფო, გადახედოს ენერგოტარიფებს და გააძვიროს ტარიფები ელექტროენერგიასა და გაზზე.
თუ ლარის კურსთან დაკავშირებით შენარჩუნდება გაურკვევლობა, ეს პირდაპირ დაარტყამს საქრთველოს ეკონომიკურ განვითარებას გაისად, ვინაიდან ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ დაგეგმავს საკუთარ ბიზნესს თუ მან არ იცის როგორი იქნება დოლარისა და ლარის თანაფარდობა მომავალ წელს....
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მომავალ ოთხშაბათს ჩვენ ვიწვევთ ეკონომიკური ბლოკის ორ მთავარ მინისტრს - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, მობრძანდნენ პარლამენტში უმცირესობის სხდომაზე და საზოგადოებას, მე ხაზს ვუსვამ, არა უმცირესობას, არა ოპოზიციას, არამედ საზოგადოებას ჩააბარონ ანგარიში იმის შესახებ, აქვს თუ არა ამ მთავრობას საერთოდ რაიმე ხედვა, რაიმე უნარი რომ გააჩეროს ქვეყანაში მიმდინარე უმძიმესი ეკონომიკური და ინფლაციური პროცესი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.