მთავარია, ჩვენ ინფლაციის დონე შევძლოთ და შევინარჩუნოთ ისეთი, რომ არ აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, "ოპონენტების ბრალდებები, რომ მთავრობის 4-პუნქტიანმა გეგმამ და ნაბიჯებმა გავლენა იქონია ლარის კურსზე, არასწორია".
„მანიპულაციური არის იმის თქმა და არასწორი არის იმის თქმა და გაკეთება რასაც აკეთებენ ჩვენი ოპონენტები. თითქოს მთავრობის პროგრამა იწვევს ამ ტიპის მოვლენებს ან მთავრობის ქმედებები იწვევს ასეთ მოვლენებს. ეს არის არასწორი. ჩვენ ვიცით, რომ დოლარი მყარდება ყველა ვალუტასთან მიმართებაში, ვიცით რა მდგომარეობაა ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში, მთავარია ჩვენ ინფლაციის დონე შევინარჩუნოთ ისეთი, რომ არ აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.