გიორგი მარგველაშვილმა და ვლადიმერ მაკეიმ შეხვედრისას საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს
20-12-2016, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ვლადიმერ მაკეის შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.

 

 

"ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა. გიორგი მარგველაშვილმა ვლადიმერ მაკეის საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნა მიულოცა და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის, ადგილზე დიპლომატიური წარმომადგენლობის არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 


შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს ბელარუსის რესპუბლიკაში, რომელიც მომავალ წელსაა დაგეგმილი.

 


მხარეებმა რეგიონში შექმნილი ვითარებაც განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსიის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა გააცნო. თავის მხრივ, ვლადიმერ მაკეიმ ქვეყნის პირველ პირს ბელარუსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


საქართველოს პრეზიდენტისა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ვლადიმერ მაკეის თანმხლები დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი