გიორგი კვირიკაშვილი: თურქეთის როლი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ, საქართველო მივესალმებით და მადლობელი ვართ თურქეთის თანმიმდევრული პოზიციის გამო
20-12-2016, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, ერთიანი ძალისხმევით ავითარებენ თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით, - აღნიშნული განცხადება თურქეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ მინისტრმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ბინალი ილდირიმს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა.

 


"მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, აგრეთვე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

 


მოხარული ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო „ევრაზიის გვირაბის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. ის ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას და ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს ქმნის. თურქეთისა და საქართველოს მიზანია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ახალი აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში.

 


საქართველო ძალიან ძლიერად არის დაინტერესებული, კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები თურქეთთან პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.

 


ჩვენ გვაკავშირებს წარმატებული ურთიერთობა ერთობლივი სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ამ კუთხით, ჩემს უფროს მეგობართან, ბატონ ბინალი ილდირიმთან მაკავშირებს ოთხწლიანი თანამშრომლობა სხვადასხვა პოზიციებიდან და ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ერთად. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო დიდი პროგრესი ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის საქმეში. ეს პროექტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მან უახლოეს მომავალში დაიწყოს ფუნქციონირება. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვანი განსახიერება გახლავთ იმ სამმხრივი თანამშრომლობისა, აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს შორის, რომელსაც ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ასევე, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად საქართველოს გავლით.

 


მიგვაჩნია, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის, უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის საფუძველზე.

 


თურქეთის როლი, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ, საქართველო, მივესალმებით და მადლობელი ვართ თურქეთის თანმიმდევრული პოზიციის გამო, ამ საკითხებთან მიმართებაში. როდესაც ჩვენ აქ მოვდიოდით, გზად გავიარეთ ადგილი, სადაც მოხდა 10 დეკემბრის საზარელი ტერორისტული აქტი და პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას. სამწუხაროდ, ეს არ იყო ერთადერთი ინციდენტი, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ჩვენ, საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობთ მომხდარ ტერორისტულ აქტებს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ელჩის გუშინ მომხდარ საზარელ მკვლელობას და სამძიმარს ვუცხადებთ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა, დაშავებულთა ოჯახებს და, რა თქმა უნდა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას. მაგრამ, ამ ყველაფრის წინააღმდეგ არის ერთადერთი წამალი - მეტი კონსოლიდაცია და უფრო მეტი ისეთი ერთობლივი პროექტები, როგორის გახსნასაც დღეს ვესწრებით; მეტი თანამშრომლობა და ერთად დგომა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გაგვაჩნია. გვინდა, ვუსურვოთ ჩვენს მეგობარ, მოძმე თურქეთის რესპუბლიკას და თურქ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, რათა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ, მთლიანად, რეგიონში იყოს სტაბილური განვითარების საშუალება და ადამიანებმა დაივიწყონ ის დარდი, რომელიც მათ დღეს გააჩნიათ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ასე იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი