ბინალი ილდირიმი: თურქეთში მუხანათური სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა არ შეცვალა პროგრამა და ჩამოვიდა თურქეთში, რითაც მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა მთავრობის მიმართ
20-12-2016, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოხარული ვარ, რომ თურქეთში ვმასპინძლობთ ჩვენს ძვირფას ძმას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, - განაცხადა თურქეთის პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

ილდირიმი რუსეთის ელჩის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და რუს ხალხსა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მან თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ მომხდარის მიუხედავად, გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა არ შეცვალა და თურქეთში ჩავიდა.

 

 

"მინდა აღვნიშნო, რომ 15 ივლისის მუხანათური გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 19 ივლისს ჩემი ძვირფასი კოლეგა გვეწვია თურქეთში. მომხდარის მიუხედავად, მან არ შეცვალა პროგრამა, ჩამოვიდა თურქეთში, რითაც ჩვენი ქვეყნისა და მთავრობისადმი ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა და მინდა, მას ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.

 


დღეს ბატონი პრემიერი ჩვენს ქვეყანაში იმყოფება, რათა დაესწროს "ევრაზიის გვირაბის" გახსნას. ეს არის დიდი პროექტი, რომელიც აკავშირებს ორ კონტინენტს და გადის ზღვის ქვეშ, 106 მეტრის სიღრმეზე. ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და შეხვედრისას განვიხილეთ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთგაგება მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. თურქეთი განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას, ნატო-ში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მომავალშიც ასე განაგრძობს. გვჯერა, რომ არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

 


2007 წლიდან, თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ სამომავლოდ ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ. ჩვენი სურვილია, ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო განმტკიცდეს, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებზე არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრის გზით. საქართველო და თურქეთი საინვესტიციო სფეროშიც თანამშრომლობენ. ჩემი ტრანსპორტის მინისტრობისას დაიწყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელსაც თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და ის უკვე დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, 2017 წლის პირველ მეოთხედში ეს პროექტი დასრულდება და ჩვენ შევძლებთ, სატრანსპორტო დერეფნის გაზრდას და ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან დღეს", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი