აჭარიდან ღარიბაშვილისთვის მიწოდებული ინფორმაციის სკანდალური გაგრძელება: გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ურთიერთგამომრიცხავი პასუხები
13-03-2015, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუბერნატორებთან, მერებთან და გამგებლებთან გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ შუახევის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის 100%-იანი შესრულება აქვს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" სოსლან ზოიძე ეხმაურება და ამბობს, რომ ღარიბაშვილის ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

 

„პრემიერი შეცდომაშია შეყვანილი და ხარჯვითი ნაწილის შესრულება შუახევში მხოლოდ 90% -ს აღწევს. პრემიერ-მინისტრმა კი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელს მადლობა გადაუხადა იმისთვის რომ ბიუჯეტის 100%-იანი შესრულება აქვს," განაცხადა ზოიძემ.

 

 

მისი თქმით, შუახევის შარშანდელი ბიუჯეტის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელია. „თითქმის 800 000 ლარი დარჩა აუთვისებელი, ეს ნიშნავს 100 %-იან შესრულებას? დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გასულ წელს ან ვერ დაიწყო, ან დაიწყო და არ დასრულდა. მაგალითად, შემიძლია დავასახელო ფურტიოს რაგბის მოედნის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო და დღემდე არ დასრულებულა, სოფელ გორში სასმელი წყლის ჭაბურღილი უნდა გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, ბუთურაულში კი ჭაბურღილის მოწყობა დაიწყეს და ვერ დაასრულეს, არაფერს ვამბობ შესრულებული სამუშაოების ხარვეზზე", ამბობს, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი.

 


იმის გასარკვევად, მიეწოდა და თუ არა პრემიერ-მინისტრს 2014 წლის შუახევის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით სანდო ინფორმაცია და სინამდვილეში რამდენი პროცენტით შესრულდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, guardian.ge შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს დაუკავშირდა. გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, შარშანდელი ბიუჯეტიდან აუთვისებელი 87 000 ლარი დარჩა და ეს თანხა გათვლილი იყო სწორედ იმ სამ პროექტზე, რაზეც საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" სოსლან ზოიძე საუბრობს, თუმცა "უამინდობიდან გამომდინარე აღნიშნული თანხის ათვისება წლის ბოლომდე ვერ მოხერხდა, რის გამოც 87 000 ლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, წლევანდელ ბიუჯეტში გადმოვიტანეთ და ამდენად, ბატონი ზოიძის გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს," განაცხადა ებრალიძემ და დასძინა, რომ "შუახევის ბიუჯეტი 100%-ით შესრულდა".

 


აუთვისებელი საბიუჯეტო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით განსხვავებული ციფრი დაასახელა guardian.ge- სთან საუბრისას შუახევის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ ქარცივაძემ. მისი თქმით, შარშან აუთვისებელი არა 87 000 ლარი, არამედ 150 000 ლარი დარჩა, რაც წლევანდელ ბიუჯეტშია გადმოტანილი.

 

 

"ინფრასტრუქტურული სამუშაოები არახელსაყრელი ამინდების გამო გაჩერდა და წელს გაგრძელდება. ასე რომ, პრემიერ-მინისტრს სწორი ინფორმაცია მიეწოდა; ბიუჯეტი 100%-ით შესრულდა," თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ, თუმცა შეკითხვაზე მოხდა თუ არა საკრებულოს სხდომაზე 150 000 ლარის 2015 წლის ბიუჯეტში გადატანასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა, ქარცივაძემ თქვა, რომ „განხილვა არ მომხდარა“.

 

 

საპირისპიროს ამბობს შუახევის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე. მისი თქმით, ამ თანხის, ოღონდ არა 150 000 ლარის, არამედ 87 000 -ის წლევანდელ ბიუჯეტში გადატანა, საკრებულოს უმრავლესობასთან შეთანხმებული იყო. „ამის შემდეგ, მოხდა თუ არა საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხის განხილვა, უკვე აღარ ვიცი,“ განუცხადა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა guardian.ge -ს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი