თავდაცვის უწყების ცნობით, დღეიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ აკადემიის თანამშრომლებსა და იუნკერებს ახალი რექტორი დღეს წარუდგინეს და აკადემიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძეს სამხედრო განათლების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მას საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მუშაობდა გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. მონაწილეობდა ერაყში მშვიდობისა და აღდგენის ოპერაციაში, ასევე ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების მისიაში (ISAF). ზაზა ჯაფარიძემ სამხედრო განათლება აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯში მიიღო. 2009 წელს ესტონეთში ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სწავლობდა, ხოლო 2004 წელს -თურქეთში ჟანდარმერიის სკოლაში. გავლილი აქვს ასევე, სხვადასხვა სამხედრო კურსი ფინეთში, გერმანიაში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში.
ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძის დანიშვნამდე აკადემიის რექტორის მოვალეობას ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი ასრულებდა.
უწყების ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკი კოპეიკინი აკადემიაში თავის საქმიანობას დაუბრუნდა და კომენდანტის თანამდებობაზე განაგრძობს სამსახურს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.