საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.
საგარეო უწყების ცნობით, ვლადიმირ მაკეი ადგილზე გაეცნო რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ მავთულხლართების და სხვა ხელონური ბარიერების აღმართვის შედეგად შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ გავცნობოდი შექმნილ ვითარებას. არ ვისურვებდი არც ჩემი ქვეყნის და არც თქვენი ქვეყნის მიწაზე ისეთი ბარიერების დანახვას, რომლებიც ადამიანებს აბრკოლებს მოინახულონ ახლობლები, დაეხმარონ დაავადებულ ნათესავებს, გადაარჩინონ ადამინები ან იცხოვრონ ჩვეულებრივად. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონებში სუფევდეს მშვიდობა და სტაბილურობა“ - აღნიშნა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.