საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე გამახვილდა.
"გამოითქვა დაინტერესება პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.
საუბარი ასევე შეეხო "ევრაზიის გვირაბის" პროექტის მნიშვნელობას, რომლის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, თურქეთის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში.
შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
პრემიერ მინისტრმა, საქართველოს მთავრობის სახელით, თურქ ხალხსა და თურქეთის მთავრობას, მათ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთ სისასტიკეს, ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით უნდა დაუპირისპირდეს და ამ პროცესში, საქართველო მეგობრების გვერდით დგას", - აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.