ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
20-12-2016, 09:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვლადიმირ მაკეის შეხვდა. ვლადიმირ მაკეიმ ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა დადებითად შეაფასეს, რაც მათივე თქმით, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობაზე მეტყველებს.

 

 

შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების საკითხიც. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 


„დღეს საქართველოს პარლამენტში ვმასპინძლობდით ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა საკითხი, სხვადასხვა მიმართულებით-პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხები. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა და შევთანხმდით, რომ აუცილებლად უნდა გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა როგორც სახელმწიფოებს შორის, ისე პარლამენტებს შორის დონეზე“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

 

 

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, გიორგი წერეთელი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი