საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბელარუს კოლეგასთან, ვლადიმირ მაკეისთან ერთად, საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„ბელარუსის საელჩოს გახსნა საქართველოში ადასტურებს ბელარუსის ძალიან დიდ ინტერესს კიდევ უფრო აქტიურად განვითარდეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა რეგიონალურ და საერთაშორისო ფორმატებში; გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტები და კულტურული დიალოგი. ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის შესამჩნევად ღრმავდება. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტი იმპულსი ეძლევა დღეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ცერემონიით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ საელჩოს გახსნის ღონისძიებებზე.
საელჩოს გახსნის ცერემონიას მოწვეული სტუმრები, მათ შორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, თბილისში ბელორუსის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2015 წელს ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.