მეხიკოს სიახლოვეს, ფოიერვერკების ბაზრობაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით მოქალაქემ კი დაზიანებები მიიღო. "როიტერსის" ცნობით, სხეულის 90%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული 13 ბავშვს.
აფეთქება მეხიკოდან დაახლოებით 32 კილომეტრში, სან პაბლიტოს ფოიერვერკების ბაზრობაზე მოხდა. აფეთქების მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია.

შემთხვევის ადგილას გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ფეთქდება დიდი რაოდენობით ფოიერვერკი ჰაერში და თუ როგორ ჩნდება ცეცხლი.
ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ მოერიდონ მიმდებარე ტერიტორიას და თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისაგან.
სახელმწიფო გუბერნატორმა ერუვიელ ავილამ განაცხადა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტია სათანადო დახმარება აღმოუჩინონ დაშავებულებებს და ოფიციალური პირები გაგაზავნილი არიან შემთხვევის ადგილას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.