ბათუმში თურქეთის მოქალაქე მის დროებით საცხოვრებელ ბინაში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება 2400 ლარად მიჰყიდა
20-12-2016, 23:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ტ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

 


"სამართალდამცველებმა ა.ტ. მის დროებით საცხოვრებელ ბინაში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს 199 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ 2400 ლარად მიჰყიდა.

 


პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 10 აბი „ექსტაზი“ და 3 აბი „მდმა“ ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და 40 აბი „ექსტაზი“.

 


საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 252 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

 


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

 


გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   goga
      
ასეთები ციხეშჰჰი უნდა იყვნენ geosesxebi.ge
21 დეკემბერი 2016 02:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი