„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, დაცვის მხარე დღეს სასამართლოს რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაციას წარუდგენს და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.
”ეს არის კომპლექსურად ყველა კლინიკიდან გამოთხოვილი დოკუმენტები, სადაც მაია რჩეულიშვილს ჩაუტარდა კვლევა დღვანდელი დღის ჩათვლით. ყველა ექიმი ხელს აწერს იმ დასკვნას, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას აქვს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე, გულის იშემიური დაავადება და აქვს კუჭნაწლავის სერიოზული პრობლემები. გავაცნობთ მოსამართლეს ამ დოკუმენტაციას, ასევე ბრალდების მხარესაც და ვფიქრობთ, ობიექტური იქნება მოსამართლის მხრიდან ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ და დასძინა, რომ დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ მაია რჩეულიშვილი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.