„ცენტრ-პოინტის“ საქმის პროკურორი: აღმოჩნდა რომ მაია რჩეულიშვილს რაიმე ახალი დაავადება არ აქვს, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული არ არის
21-12-2016, 02:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ცენტრ-პოინტის“ საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამედიცინო დასკვნებში გარკვეული შეუსაბამობაა. გუმბერიძის თქმით, აღმოჩნდა, რომ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული არ არის.

 

 

„აღმოჩნდა რომ მაია რჩეულიშვილს რაიმე ახალი დაავადება არ აქვს, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული არ არის. ეს ნიშნავს, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი მიზეზი, რათა დაცვამ დააყენოს შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის. სამედიცინო დასკვნებში გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინა ბრალდების მხარემ, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებიდან დასკვნას რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მიგვაჩნია, რომ გამოძიების ცალკე საგანია სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ამ მომენტში გაცემულია”, - განაცხადა პროკურორმა.

 

 

დაცვის მხარემ დღეს სასამართლოს რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაცია წარუდგინა. რჩეულიშილის ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, დოკუმენტაციის საფუძველზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.    

 

 

”ეს არის კომპლექსურად ყველა კლინიკიდან გამოთხოვილი დოკუმენტები, სადაც მაია რჩეულიშვილს ჩაუტარდა კვლევა დღვანდელი დღის ჩათვლით. ყველა ექიმი ხელს აწერს იმ დასკვნას, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას აქვს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე, გულის იშემიური დაავადება და აქვს კუჭნაწლავის სერიოზული პრობლემები. გავაცნობთ მოსამართლეს ამ დოკუმენტაციას, ასევე ბრალდების მხარესაც და ვფიქრობთ, ობიექტური იქნება მოსამართლის მხრიდან ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ და დასძინა, რომ დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ მაია რჩეულიშვილი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი