პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიციელისთვის, რომელსაც ”იბერიას” ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილების შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა.
„ასეთი ქმედება ჩრდილს აყენებს ღირსეული პოლიციელების საქმიანობას და იმიჯს, ამიტომ ინსტიტუციური ავტორიტეტისთვის და სისტემის მიმართ ნდობის შენარჩუნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ასეთ ქმედებას ჩაიდენს პოლიციელი, მას ხელი არავინ უნდა დააფაროს და საქმის გამოძიება ბოლომდე უნდა მოხდეს’’- განაცხადა ეკა ბესელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პოლიციელს, რომელსაც ”იბერიას” ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.