სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
21-12-2016, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ვიგენ სარგსიანმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა.

 


დღესვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას შეხვდა.

 


საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასაც (DIB) ეწვევა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ დისკუსიას გამართავს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი