საქალაქო სასამართლო ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, დათა ახალაიასა და გიორგი დგებუაძისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
21-12-2016, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების - გიორგი დგებუაძისა და დავით ახალაიას მიმართ, ე.წ „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე. 



წარდგენილი ბრალის თანახმად, ორივე ბრალდებულს ბრალად ედებოდათ ჯგუფურად, ორი ან მეტი პირი განზრახ მკვლელობა, ასევე ძალადობით და იარაღის გამოყენებით, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. გარდა ამისა, დავით ახალაიას, ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და ასევე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. 



საქმის მასალების თანახმად, 2006 წლის 12 იანვარს, ბაჩანა ახალაიამ, იმ დროისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის რანგში, თავის ძმას დავით ახალაიას წერილით ამცნო, რომ N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მზადდებოდა პატიმრების მასობრივი გაქცევა და მოითხოვა რეაგირება. დავით ახალაიას, როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს, ჰქონდა ვალდებულება დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება, თუმცა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და არ უზრუნველყო მოკვლევის ჩატარება. დავით ახალაიამ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის წარმოჩენის, საკუთარი და ძმის ძალაუფლების დემონსტრირებისა და პატიმრებს შორის შიშის სინდრომის დასანერგად დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და სისრულეში მოიყვანა მურად გ.-ს, რომან ს.-ს და მარად ა.-ს მკვლელობა, ეს უკანასკნელნი კი თავად დაიყოლიეს თითქოსდა გაქცევის ორგანიზების საქმეში ჩართვაზე. 2006 წლის 12 იანვარს, დავით ახალაია, გიორგი დგებუაძე, კ.უ.დ.-ს სხვა მაღალჩინოსნებთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, მივიდნენ ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე და განლაგდნენ იმგვარად, რომ ავტოსადგურის ტერიტორია ჩაკეტილიყო სამი მხრიდან და ადგილზე მისულ პირებს არ ჰქონოდათ გაქცევის საშუალება. უიარაღო მურად გ.-ს, რომან ს.-ს და მარად ა.-ს ადგილზე მისვლისთანავე სპეცრაზმმა გაუხსნა ცეცხლი. მას შემდეგ, რაც მიღებული დაზიანებების შედეგად ხსენებული პირები მიწაზე დაეცნენ, დავით ახალაიამ, ცეცხლსასროლი იარაღით მოახდინა საკონტროლო გასროლა თავის არეში მურად გ.-ს მიმართულებით, კ.უ.დ.-ს პირველი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსმა ოპერატიულმა თანამშრომელმა გიორგი მ.-მ მარად ა.-ს მიმართულებით, ხოლო გიორგი დგებუაძემ რომან ს.-ს მიმართულებით. ‘’სპეცოპერაციის’’ დასასრულს, დავით ახალაიას მითითებით, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა სათითაოდ დაალაგა გარდაცვლილების გვამებთან ცეცხლსასროლი იარაღი, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით. 



თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დავით ახალაია გაამართლა ძალადობით და იარაღის გამოყენებით, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით წარდგენილ ბრალდებაში (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ორი ან მეტი პირის ჯგუფურად მკვლელობის, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მუხლებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში. სასჯელთა შთანთქმის პრინციპის და 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით, დავით ახალაიას საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით 02(ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.



ბრალდებულ გიორგი დგებუაძის მიმართ, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა და მისი მსჯავრდება მოხდა ჯგუფურად, ორი ან მეტი პირი განზრახ მკვლელობაში დახმარებისა და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. 



დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით, გიორგი დგებუაძეს, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით 02(ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. 



აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში გიორგი დგებუაძის მიმართ, ხოლო დავით ახალაიას მიმართ, მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი