საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობას, თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
"შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის სფეროების გაფართოება მისასალმებელია. ამ კონტექსტში, ყურადღება დაეთმო 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი დღეს მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები მომავალ წელს თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ითანამშრომლებენ", - აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ტონოიანი, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ენრიკო აპრიამოვი, სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კარენ პარუნაკიანი, სომხეთის სამხედრო ატაშე სამველ რამაზიანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.